|
2019-02-28 16:38:20, 1235 ნახვა
საზოგადოება
კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს. კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელი დედაქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით იქნება დატვირთული. „მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული იქნება. ამის შესაძლებლობას წლევანდელი ბიუჯეტიც გვაძლევს. დღეს კანდეკალის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული ქუჩა გასულ წელს ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სხვა ქუჩების მსგავსად, სრულად მოწესრიგდება. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე ლარია“, - განაცხადა თბილისის მერმა. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ განახორციელებს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)