|
2019-02-28 12:35:35, 1016 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარია კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ემსახურება. „არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი საკითხია და საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მდგომარეობის გამოსწორებაა. ამ მიმართულებით საკმაოდ კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე გამგეობები. თვალშისაცემია გამწვანება და ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სხვა მიმართულებებსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. კანონპროექტებს, რომელიც პარლამენტში გადავაგზავნეთ, დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. ამისთვის მადლობას ვუხდი პარლამენტს და განსაკუთრებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. აღნიშნული კანონპროექტების მიხედვით, მათ შორის, სამშენებლო მასალების გადატანა-მოხმარების შესახებ, კანონში მთელი რიგი ცვლილებები შეგვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კანონპროექტებს სხვა მიმართულებებითაც ამზადებს. „ეს კანონპროექტებიც პარლამენტს გადაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, აქაც მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მხრივ ტრანსპორტის განახლება, ტექნიკური ინსპექტირება. ყველა მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)