2019-02-28 10:01:32, 1958 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.6940 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6940 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6770 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0170 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0701 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0427 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0274 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,