2019-02-26 10:01:57, 1867 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.6751 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6751 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6598 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0153 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0405 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0162 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0243 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი დღეს ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
ავტორი: ,