06:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 13:36:32, 818 ნახვა

საზოგადოება
N11 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საქართველო-ესტონეთის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურის ეროვნული ნაკრების ესტონეთის ნაკრებთან  ჩატარებულ მატჩს N11 დაწესებულების 23 არასრულწლოვანი მსჯავრდებული დაესწრო.

თამაშის დასასრულს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს, მოზარდებს გაესაუბრნენ და საჩუქრად კალათბურთის ბურთები გადასცეს საკუთარი ავტოგრაფებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში (N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, N2 პენიტენციური დაწესებულება, N8 პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულ/მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით.

ინიციატივა ითვალისწინებს, არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში,  საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მინისტრის ამ ინიციატივას რამდენიმე სპორტული ფედერაცია, მათ შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტსმენებთან შეხვედრა. ამავე შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც დაისახა, კერძოდ, კალათბურთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ მზაობა გამოთქვა, რომ უკვე დაიწყოს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან მუშაობა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics