06:30 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 15:11:33, 990 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

ადვოკატი თქმით, მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გაუგებარია თუ რათომ გადაჰყავთ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხის საავადმყოფოში. 

"როგორც შემატყობინეს დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაჰყავთ სასჯელაღსრულების 18-ე დაწესებულებაში ანუ ციხის საავადმყოფოში "რეზბალნიცაზე". სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, არ არის ჯერ ექსპერტიზის დასკვნა. პირადი ექიმის განცხადებით, დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ეხლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზი გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხალხო გადავარჩინოთ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე", - ნათქვამია მიხეილ რამიშვილის ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics