06:30 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 13:59:18, 954 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ GIPA-სთან მემორანდუმი გააფორმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი ხუთწლიანია და ითვალისწინებს: უნივერსიტეტისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების ჩატარებას; ახალგაზრდა, მოტივირებული კადრებისთვის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში სტაჟირებას.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ GIPA-სთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ და სტაჟირებაც გაიარონ. ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმებისთვის ჩვენი კარი ღიაა. ჩვენს გამოწვევებს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები პასუხებენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაფორმებული მემორანდუმი აჩენს პერსპექტივას სამინისტროში სტუდენტებმა კარგი პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. თავის მხრივ, GIPA მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს მიაწოდოს უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელთათვის შეიმუშავოს ცოდნის გაღრმავების სპეციალური კურსები. აღსანიშნავია, რომ GIPA-ში გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა არსებობს, რომელიც დარგობრივი კომპეტენციის მქონე კადრებს ამზადებს; ის აღნიშნული მიმართულების ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics