06:25 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 17:28:31, 1313 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 20 თებერვლიდან ქარი ჩადგება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვალს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

მათივე ცნობით, 20-21 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

„თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

20 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.

 20-21 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

 აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს.

21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics