2019-02-19 17:01:52, 1590 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6498 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6404 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9977 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.9908 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,