|
2019-02-19 13:43:19, 1642 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში, საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა
სს „ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა. გამოფენა რუსეთის დედაქალაქში 11-15 თებერვალს გაიმართა და მას 97 ქვეყნიდან 61 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. Prodexpo 2019-ზე სს "ქართული ლუდის კომპანია” სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი და ლუდებთან ერთად, სტუმრებს ლიმონათის, ნატურალური წვენების - "ჩერო", „არსი კოლას“ და ცივი ჩაი „ბაიხო“ს დაგემოვნება შეეძლოთ. გამოფენის პარალელურად დამყარდა ახალი საქმიანი ურთიერთობები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. "Prodexpo 2019-ში მონაწილეობის ძირითადი მიზანი იყო ახალი პარტნიორების მოძიება. როგორც მოგეხსენებათ, ზედაზენი ამ ეტაპზე 40 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, როგორც ლიმონათებით, ისე ლუდებით. გამოფენაზე ჩვენი მიზანი იყო კომპანიის ასორტიმენტის უფრო ფართო მასებისთვის და უცხოელი შემსყიდველებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება და სიახლეების კარგად გაცნობა. გამოფენის ფარგლებში მოხდა კონტაქტების გაცვლა. ინტერესი იყო არამხოლოდ რუსეთიდან, სადაც ისედაც ვართ წარმოდგენილები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითისთვის გეტყვით - იყო ინტერესი ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, კორეიდან და სხვა. ამ ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, ახალი კონტაქტების დამყარებით კი უახლოეს მომავალში ბაზრების მეტი ინტენსიურობით ათვისება არის დაგეგმილი.’’ - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Prodexpo საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში 60 ქვეყნიდან 2270 მეწარმე სუბიექტი იყო წარმოდგენილი. გამოფენას 25 წლის ისტორია აქვს, რადგანაც ის 1994 წლიდან არსებობს.
(R)
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)