2019-02-19 10:01:39, 1471 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.6404 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6404 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6413 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.9908 ლარი ღირს, ხოლო გუშინ, მისი ღირებულება 2.9791 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0117 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,