|
2019-02-18 18:54:03, 1603 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, კერძო სექტორის (მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის) ხელშეწყობის, DCFTA-ის აღმოსავლეთის ინიციატივისა და InnovFin-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბარი, ასევე, შეეხო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელზეც მიიმართება ბანკის მიერ გამოყოფილი ახალი, 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. როგორც აღინიშნა, ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება. დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.
(NS)
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)