07:37 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 11:43:33, 1079 ნახვა

საზოგადოება
​სანზონაში, გაქირავებულ კერძო სახლში, 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. სახლის დათვალიერების დროს გაირკვა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს, სადაც ასევე კუსტარულად დამონტაჟებული რამდენიმე ღია კამერიანი წყალგამაცხელებელია. უსაფრთხოების მიზნით კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება შეუწყდა. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახლის მეპატრონე გააფრთხილეს რომ არ ჩართოს გაზი უნებართვოდ და სასწრაფოდ შეცვალოს აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები დახურული წვის კამერიანი დანადგარებით, რადგან საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს.

სტატისტიკის თანახმად CO-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების შემთხვევების 70 პროცენტი გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში დაფიქსირდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ ვიდრე იქირავებთ ან იგირავებთ ბინას, აუცილებლად შეამოწმებინეთ გაზგაყვანილობა და გაზის დანადგარები სპეციალისტებს. CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics