|
2019-02-15 18:10:21, 1081 ნახვა
საზოგადოება
დავით ონოფრიშვილი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის განკარგულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დავით ონოფრიშვილი დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დავით ონოფრიშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინეს და დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს. როგორც კახა კახიშვილმა განაცხადა, დავით ონოფრიშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და მთავრობის წევრებთან მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სადაზღვეო სფეროში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელსაც სპეციალური მიდგომები სჭირდება, რათა მოქალაქეებმა მიიღონ სრულყოფილი სერვისი და ხელი შეეწყოს ჩვენს ქვეყანაში სადაზღვეო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას. სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ დავით ონოფრიშვილის გამოცდილებასა და მიღწევებზე ისაუბრა და მას დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს სადაზღვეო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას. ის ამ სფეროში გარკვეულწილად რეგულატორი და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამსახური ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებდეს ისე, რომ ბაზარი რეალურად განვითარდეს და სადაზღვეო კომპანიები და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს",- განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილი ხუთი წლის ვადით დაინიშნა. დავით ონოფრიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მან, ასევე განათლება მიიღო აშშ-ში ქალაქ ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მიმართულებით. აქვს, ასევე ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. დავით ონოფრიშვილის სამუშაო გამოცდილებებიდან აღსანიშნავია, რომ ის 1994-1995 წლებში აშშ-ში ქალაქ ვაშინგტონის მსოფლიო ბანკის კონსულტანტი იყო. 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, ასევე იყო უშიშროების საბჭოს წევრი. ის იყო IV და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004-2005 წლებში მუშაობდა შპს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, ასევე იყო პარტია „ქართული ოცნების" კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. მიწვეული იყო ვაშინგტონისა და ვანდერბილთის უნივერსიტეტებში პროფესორად.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)