2019-02-15 17:17:56, 2390 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6413 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6420 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9791 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.9778 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,