13:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 16:17:56, 2201 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება

 „სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი  აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელშიც 200-მდე ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა.

 გიორგი ქობულიამ ფორუმზე რეგიონებში ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა, თავის გამოსვლაში მან ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის მეწარმეების მიერ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების წვდომაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიძლება მთავრობასთან უძრავი ქონების თვალსაზრისით თანამშრომლობა. გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ მის ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება რაც შეიძლება სწრაფად ჩართოს სხვადასხვა სახის საქმიანობაში. „საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მთავრობას  ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება აქვს, მათ შორის იმერეთის რეგიონშიც - მიწის ნაკვეთები, ასევე შენობა-ნაგებობები და ა.შ. ჩვენ, მთავრობას  გადაწყვეტილი გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთოთ ეს ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მთავრობა მზადაა, რომ განიხილოს ნებისმიერი მეწარმის წინადადება, თუ რა სახით შეიძლება ამ ქონების მათთვის გადაცემა - იქნება ეს ფასიანი, თუ ინვესტიციის ვალდებულებით გადაცემა. „ჩვენ სხვადასხვა პროგრამები გვაქვს, რათა თქვენ, მეწარმეებმა ეს უძრავი ქონება საქმიანობაში გამოიყენოთ,  იქნება ეს  საწარმოები, მაღაზიები, თუ სასტუმროები და ა. შ. ამიტომ ყველა მზად იყავით, გაითვალისწინეთ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი", - აღნიშნა მინისტრმა.

 გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი  აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics