08:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 14:07:16, 1084 ნახვა

საზოგადოება
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ისევ ლევან კობიაშვილი აირჩიეს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს.

კობიაშვილი 29-ე ყრილობაზე ხმათა ასპროცენტიანი შედეგით, 28 დელეგატის მიერ, მეორე ვადით იქნა არჩეული.

ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.

„ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ კიდევ ერთხელ ამხელა ნდობა მივიღე, როგორც უშუალოდ წევრებისგან, ასევე საზოგადოებისგან. ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს ეს. ბუნებრივია, რომ ჩვენ იმ გზას გავაგრძელებთ, რაც დაწყებულია, საკამოდ თვითკრიტიკულები ვართ და გვესმის, თუ რამხელა გამოწვევებია, მაგრამ მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ და მე პირადად, უფრო მეტად მოტივირებული ვარ და მაქვს იმის და მაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ კიდევ უფრო მაქსიმალურად ჩავერთო იმ სფეროსი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

 რომ ყოფილიყო სხვა კანდიდატიც და კონკურენტიც მყოლოდა, გაციელბით უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი კითხვები არ დასმულიყო“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნებში ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics