08:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 18:49:37, 1247 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია "მაგთიკომს" 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის  სხდომაზე იქნა მიღებული. კომუნიკაციების კომისიამ შპს "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ  ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა"  გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა" თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ  კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს" ტარიფების გაძვირება გაუჩერა.

გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს,  კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ.

კომისიის გადაწყვეტილებით „მაგთიკომს"  პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ,  კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული  25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი  კვლავ დატოვოს ძალაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics