2019-02-14 17:59:59, 1674 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6420 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6438 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9778 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.9917 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,