|
2019-02-14 13:17:12, 1057 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა. საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები. ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, "თბილსერვის ჯგუფის", „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. დედაქალაქში უკვე სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. აღსანიშნავია, რომ ამ სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება. რაც შეეხება საინფორმაციო ბანერებს, ისინი განთავსებულია მეტროსადგურ „სამგორთან“, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე; რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, "კოკა-კოლას" ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ "ღრმაღელესთან". ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)