11:50 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 20:03:15, 1620 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: ნავსადგურებში გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს უნდა შევთავაზოთ მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანას აქვს რეალური შანსი მიიღოს და გადაამუშაოს დამატებითი ტვირთების ნაკადები, რისთვისაც აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებული სერვისების განვითარება, როგორც საწარმოო, ისე საპორტო სექტორის მიმართულებით.

„საქართველოს, გარდა განვითარებული ინფრასტრუქტურისა, გადამზიდავებსა და ტვირთმფლობელებს შეუძლია შესთავაზოს მოქნილი, ეფექტური მომსახურების სისტემა „ერთი ფანჯრის პრინციპი"  საქართველოს ნავსადგურებში. სერვისების (როგორც კერძო, ისე საჯარო) დიჯიტალიზაცია  შესაძლებლობას მოგვცემს ტვირთების დამუშავება განხორციელდეს დროის შემცირებულ მონაკვეთში", - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განმარტებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი"  გულისხმობს ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას, ქართული საპორტო მომსახურებების დიჯიტალიზაციას და   სახელმწიფო და კერძო მომსახურებების ერთ ციფრულ სივრცეში გაერთიანებას.

„გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს  ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას, უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. პროექტი იძლევა  საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics