11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:25:36, 1335 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს ინოვაციების განვითარებაზე

„ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  მიმართულება. IT მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ IT ის სფეროა, რომელშიც დასაქმება შესაძლებელია ქვეყნის გარეთ რელოკაციის გარეშე", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს ინოვაციების განვითარებაზე.

„საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ინტელექტუალური რესურსი, რომლის კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობა და კერძოდ, უცხოური კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ინოვაციებში ქმნის მეტ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს, ახალისებს და ავითარებს სექტორს, შემოიტანს ახალ კომპეტენციებს, ხელს შეუწყობს მომსახურების ექსპორტს და გლობალურ ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს საქართველოს", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას თქმით,  ამ მიზნისთვის დაქირავებული იქნებიან მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები, რომლებიც მიზნობრივ ინდუსტრიებში დაიწყებენ მოლაპარაკებებს წამყვან კომპანიებთან საქართველოში რელოკაციისთვის.

მისივე განცხადებით, სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუშაობს გლობალური დონის კერძო აქსელერატორების/ინკუბატორების შემოყვანისთვის საქართველოში, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის მხარდაჭერას სტარტაპების მსოფლიო ბაზარზე გასაყვანად და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული პროექტი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური მასშტაბის საინტერესო სტარტაპების მოზიდვას საქართველოს ეკონომიკაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics