19:10 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 18:46:04, 1537 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია - 2019 წელს მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამას ვიწყებთ

„წელს ქვეყანაში მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამით იგეგმება ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის გადამზადება. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ესენია ტურიზმი და სასტუმროები, ICT სექტორი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის წარმოება, ავეჯის დამზადება, ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აწყობა - წარმოება, კომპიუტერებისა და ელექტრონული ნაწარმის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მშენებლობა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა საბჭოები პრიორიტეტული სექტორების მიხედვით და მათ მუშაობაში სამთავრობო უწყებების გარდა, მონაწილეობდნენ ბიზნესის, პროფესიული განათლებისა და დონორების წარმომადგენლები. საბჭოებმა დაადგინეს პროფესიები და გადასამზადებელ პირთა რაოდენობა, სასწავლო პროგრამა, ასევე განსაზღვრეს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის საჭიროება გეოგრაფიულ ჭრილში და სხვა.

პროფესიული განათლების მოკლევადიანი პროგრამის პირველი ტალღის დაწყება არსებულ ბაზაზე 1-ლი აპრილიდან იგეგმება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics