16:09 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 10:50:59, 1075 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 2018 წელს მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა ინტრნეტთავასხმები განიცადა

საქართველოში 2018 წელს მომხმარებელთა მეოთხედმა ანუ  26.62% -მა ინტერნეტის მეშვეობით თავდასხმა განიცადა, მაშინ  როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 22.93%-ს შეადგენდა.

ამავე დროს, აზერბაიჯანში მომხმარებლებზე ვებ-თავდასხმების  წილი გაიზარდა 2017 წლის 35.14% -დან  35,88% -მდე, სომხეთში კი - 32.81% -დან  36.47% -მდე.  ეს დასტურდება „კასპერსკის ლაბორატორიის"  მონაცემებით.

 2017 წელს მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 29.4% -ი ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware კლასის ვებ-თავდასხმას, ხოლო  2018 წელში ამ მაჩვენებელმა  30.01% შეადგინა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვებ- მოდულიანი ძლიერი ანტივირუსები იცავენ მომხმარებლებს  მავნე ობიექტების,  დასნებოვანებული/ვირუსისშემცველი   ვებ-გვერდების ჩამოტვირთვისაგან. მავნე საიტები განზრახ იქმნება ბოროტმზრახველების მიერ. ისინი ასევე ცდილობენ უფრო მეტი ლეგიტიმური რესურსების გატეხვას და იქ სხვადასხვა დანიშნულების მავნე სკრიპტებისა და პროგრამების განთავსებას, ისეთების როგორებიც არიან  კრიპტოვალიუტების ფარული მაინერები, გამშიფრავ-გამომძალველები, პირადი და საბანკო მონაცემების მოპარვის მიზნით შექმნილი პროგრამები. დასნებოვანებული შეიძლება იყოს აგრეთვე ვებ-რესურსები, მომხმარებელთა მიერ შედგენილი კონტენტები (მაგალითად, ფორუმები).

 

 

 

„კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა საქართველოში





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics