|
2019-02-06 13:59:56, 1663 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ზაზა სარალიძის აგრესიის გამო, მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებული ვართ
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც სამშაბათს შედგება. მათივე თქმით, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისათვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. „საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე ავღნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)