15:07 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 14:55:16, 943 ნახვა

საზოგადოება
მედიათეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.  

როგორც სოფიო ხუნწარიამაღნიშნა, პროექტების მიზანიადედაქალაქში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. 

„არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და დღეს სწორედ ამ მიზნითმოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ თანამშრომლობით ორ  ძალიან საინტერესო  პროექტს ჩაეყრება საფუძველი.   ვაკის მედიათეკაში გაიხსნებაკაფე, სადაცპროფესორ-მასწავლებლები კვირაში ერთხელ ჩაატარებენ ლექციებს.ასევე, ვარკეთილის მედიათეკაში აბიტურიენტებისთვის შეიქმნება კურსი, რომელიც  მათ მისაღები გამოცდებისთვის მოამზადებს. დასწრება იქნება თავისუფალი და ეს ყველაფერი იქნება სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 

მემორანდუმის ფარგლებშიდაგეგმილი ორივე პროექტი სტარტს 1 მარტიდან აიღებს. „სამეცნიერო კაფე“ ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები,  კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ვარკეთილის მედიათეკაში კი  აბიტურიენტებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნება, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში ჩაატარებენ. გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალი იქნება. 

აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა უახლოეს მომავალში დაიდება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics