2019-02-04 17:08:40, 1770 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6524 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6554 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0365 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0452 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,