14:35 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 13:31:58, 484 ნახვა

სამართალი
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო

მოსამართლეთა კორუმპირებულობის შესახებ, გაკეთებული განცხადების გამო,  „კოალიცია ცვლილებისთვის“ მომხსენებელს ნიკა გვარამიას სიტყვა შეაწყვეტინა,  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ. ნადარაია აგრესიული გახდა და გვარამიას ყვირილი დაუწყო. მან თქვა, რომ რომ სასამართლო მოწყობასთან დაკავშირებით მისი აზრები სხდომაზე აღარ განევრცო.

„ვეტინგის პროცედურა, არ ვიცი, რა მიზნით იყო მოსარჩელის მიერ ნახსენები, როგორც ერთ-ერთი მაგალითი კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის. ჩემთვის ეს გაუგებარია სრულიად. კი, კორუმპირებული მოსამართლეები უნდა იქნენ გაშვებული სისტემიდან. თქვენ არ ეთანხმებით, რომ კორუმპირებული მოსამართლეები სისტემიდან უნდა იყვნენ გაშვებულები?

მე ვთქვი, რომ არ შეიძლება, კორუმპირებული მოსამართლე იყოს სისტემაში და მე მგონი, ორჯერ ორი ოთხია. ვეტინგის მიზანია, რომ დაადგინოს თუ არიან ასეთი მოსამართლეები და თუ არიან - გაუშვას. ეს არის ვეტინგის პროცედურა და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუმცა ამას დასჭირდება, სავარაუდოდ, კონსტიტუციური ცვლილებები და კონსტიტუციური პროცედურების გარეშე ან საპარლამენტო საკანონმდებლო პროცედურების გარეშე, ამას ვერც და არც აპირებს არავინ და ეს არის გაუგებარი, როგორ არის ეს თავდასხმა კონსტიტუციურ წესრიგზე. ვეტინგი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა კორუფციაზე, რაც, იმედია, რომ ჯერ კიდევ ლეგიტიმურ ამოცანად მიაჩნია „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლე ნადარაიამ

"მე მოსამართლეების კორუმპირებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საკითხს აყენებთ პროვოკაციულად და ნუ გასცდებით! პირველ რიგში, სასამართლო სისტემას ეცით პატივი! სასამართლო სისტემა მოიცავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე საერთო სასამართლოებს და ეცით ორივეს პატივი! გასაგებია, თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტინგის მოთხოვნა, თუ სასამართლო სისტემის რეფორმა, მიგაჩნიათ, რომ არ არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ახლა შესვლა იმაში, თქვენ რა შეხედულებები გაქვთ სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, სხვაგან ილაპარაკეთ ამასთან დაკავშირებით. ეს თქვენი შეხედულებაა უკვე,“- განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics