|
2019-02-04 16:00:55, 1572 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება
2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ, ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში", - აღნიშნა თურნავამ. მისივე თქმით, ტექნოლოგიების განვითარება იწვევს ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის. განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლისთვის 332 მგვტ, 2025 წლისთვის - 665 მგვტ, ხოლო 2030 წლისთვის - 1330 მგვტ დადგმული სიმძლავრე.
(NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)