|
2019-02-04 11:57:47, 1023 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 31იანვრის მონაცემებით, 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 7474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა. 31 დეკემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4597 (4065 + 532 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (33 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.9 % (2968) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3458) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (836) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 947 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (473); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (279); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)