|
2019-02-03 09:59:15, 3252 ნახვა
სამართალი
ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ პირს პატიმრობა, 7-ს კი, გირაო შეეფარდა
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, ერთს კი - პატიმრობა. მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენ შვიდ პირს კი გირაოთი გაათავისუფლებენ. ირმა ხოროიშვილსა და სპირიდონ სურამელს 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ, ინგა ხოროიშვილს 2 ათასი ლარის, ხოლო სერგო ირემაშვილს, ბადრი ჩოფლიანს, გიორგი ფარცვანიასა და გიორგი კასრაძეს 5 ათასი ლარის. სხდომის მიმდინარეობისას, რვა პირიდან შვიდის მიმართ პრკურატურა პატიმრობას ითხოვს, ხოლო ერთის მიმართ კი - გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ შვიდმა დაკავებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა პირს გაუგზავნეს. „ამ შვიდი პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ხოლო ამ შვიდი პირიდან ერთ-ერთი არის, რომელმაც Youtube-ზე - საჯარო ინტერნეტსივრცეში ვიდეოპორტალზე, ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე Youtube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები, რაც აღნიშნული პირის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)