|
2019-02-01 20:28:18, 1757 ნახვა
სამართალი
ბესელია არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ამის შესახებ მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შევხვდი მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც მიყავს ეს გამოძიება. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მივიღე, არის რამდენიმე ადამიანი დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები, იმისთვის, რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებაში გაუაზრებლად ჩართვა. ამიტომ პირველ რიგში ყველა უნდა გავაფრთხილოთ, უკანონო ჩანაწერის როგორც გავრცელება ისე განხორციელება, ასევე შენახვაც, არის სისხლის სამართლის დანაშაული. რამდენიმე პირია დაკავებული, რომლებსაც შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული და ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის ან გაზიარებას, ან შენახვას. თუმცა, არიან ადამიანები რომელთა მიმართაც მიმდინარეობს მათი გადამოწმება პოლიტიკური კავშირს თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც არის რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა, ალბათ გაიზრდება. ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული ასეთი უკანონო ქმედებებისგან“, - განაცხადა ბესელიამ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)