|
2019-02-01 18:37:57, 1881 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ფარული ჩანაწერები გიორგი გასვიანმა მხოლოდ ნახა, მისი მხრიდან კადრების გავრცელება არ მომხდარა
ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის მომღერალი, გიორგი გასვიანის ადკოკატის კახა ხვისტანი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალდებას არ ეთანხმება. როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, გასვიანს ვიდეო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს და მას აღნიშნული ბოლომდე არც კი უნახავს. „ამ ბრალდებას დაცვის მხარე ვერ დაეთანხმება. არავითარი ქმედება გიორგი გასვიანს, რაც ამ ბრალის მოცემულობაში შეიძლება ჩაჯდეს, არ განუხორციელებია. საზოგადოებისთვის, რომ იყოს ცნობილი და გასაგები, Facebook-ის მესინჯერის საშუალებით, მას გადაუგზავნეს კადრები, რომელიც მხოლოდ ნახა და გიორგი გასვიანის როლი ამ კადრების ნახვაში გამოიხატა მხოლოდ და მხოლოდ. მას გამოძიება არ ედავება გავრცელებას, შენახვას ედავება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მისი მხრიდან აღნიშნული მესინჯერის პროგრამიდან მის პირად კომპიუტერში ან სხვაგან ის გადმოწერილი და შენახული არ ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ სულ 16 პირი დააკავა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)