|
2019-02-01 16:18:00, 2429 ნახვა
ეკონომიკა
დღგ-ს დაბრუნება იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება
დღგ-ს დაბრუნება 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდიდან ავტომატური გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმის დასტური, რომ ბიზნესი სახელმწიფოს სრულად ენდობა, ხოლო კერძო სექტორს საბრუნავ კაპიტალთან წვდომა კიდევ უფრო გაეზრდება. „შარშან ჩვენს მეწარმეებს 527 მილიონი ლარი დაუბრუნდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დღგ-ს დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე იყო სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის საკითხში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარშან ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ეს პროცესი სრულად ავტომატური გახდება. საბრუნავი კაპიტალი და მისი დაფინანსება ერთ-ერთი სუსტი მხარეა ჩვენი ეკონომიკის და ჩვენ, როგორც შარშან, წელსაც ორიენტირებულები ვიქნებით იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის დღგ დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)