|
2019-02-01 11:53:45, 779 ნახვა
საზოგადოება
ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესზე ისაუბრა. აღნიშნულ სესიას 60-მდე ქვეყნის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. როგორც ნინო თანდილაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის გარემოსდაცვითი რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისა და დარგობრივ რეფორმებს. „რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას ჰაერის დაცვის ეფექტიანი ღონისძიებები და ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. ახლადშექმნილი ჰაერის ხარისხის პორტალის ამოქმედება საქართველოში საზოგადოების გარემოსდაცვითი ინფორმირების გამჭვირვალე ინსტრუმენტს წარმოადგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. „საქართველოში ჰაერის დაცვის მიმართულებით პროგრესი სახეზეა. ახლადშექმნილი ჰაერის პორტალი სრულიად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ცხადყოფს საქართველოს მთავრობის ნებას, დაუახლოვდეს ევროკავშირს. აღნიშნული დასტურია მთავრობის მზადყოფნისა, მოაგვაროს ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევა. ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობა აღნიშნულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს“, - განაცხადა ევროკავშირის გარემოს სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს ბრუინინქსმა და რეფორმირების პროცესში ქართველი ექსპერტების გამოცდილებასა და ჩართულობას გაუსვა ხაზი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სესიის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა პანელზე სიტყვით გამოვიდა, სადაც 2016 წელს, ქ. ბათუმში გამართული „გარემო ევროპისთვის” მე-8 მინისტერიალზე ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების შედეგები წარადგინა.
(NS)
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)