04:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 16:11:01, 1012 ნახვა

საზოგადოება
„კომპანიას, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე ყველაფერი“ - კამათი კალაძესა და ელისაშვილს შორის

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც დღეს 7ადამიანი გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა იკამათეს.

ელისაშვილი აცხადებდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ყაზტრანსგაზს“ და თბილისის მერიას ეკისრება.

იგი კალაძისგან პრობლემასთან დაკავშირებით ღია შეხვედრის გამართვას ითხოვდა.

 „იმ კომპანიას, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე ყველაფერი. გააკეთეთ საჯარო შეხვედრა, ან თუნდაც კამერების გარეშე. თუ გინდათ მე ნუ დამიძახებთ ვისაც ესმის ის მიიყვანეთ“, - მიმართა ელისაშვილმა კახა კალაძეს.

მანვე აღნიშნა, რომ „ყაზტრანსგაზის“ გენერალური დირექტორი უნდა გადადგეს.

კამათი დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ, ელისაშვილს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია გაესაუბრა.

შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „ყაზტრანსგაზში“ განაცხადეს, მომხდარი მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა. კომპანიამ ოქმიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ბინაში მათმა თანამშრომლებმა წყლის გამაცხელებელი შემოწმების დროს დალუქეს, რადგან უსფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებდა.  მიმდინარეობს გამოძიება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics