|
2019-01-31 11:28:13, 1343 ნახვა
სამართალი
აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, პროკურატურას სრულად გადაეგზავნა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე ტრანსპორტირებისთვის 32 338 ლარი გაიცა. ამავე ანგარიშის თანახმად, ხსენებული თანხიდან 28 987 ლარი პრეზიდენტის შვილზე გასცეს. „თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და 200-დან 900 ლარამდე მერყეობს. ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა“, - ნათქვამი იყო განცხადებაში. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სატრანსპორტო მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის. ამასთან, 2016-2017 წლებში მივლინებებზე ტრანსპორტირების სახით გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი.
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)