|
2019-01-30 12:03:28, 834 ნახვა
საზოგადოება
მოსახლეობის ჩართულობისა და მონიტორინგის მიზნით მერიამ ვებგვერდი built.tbilisi.gov.ge შექმნა
დედაქალაქის მერიამ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge აამოქმედა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლადშექმნილ ვებგვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. „დღეს მინდა, შემოგთავაზოთ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ნახოს ყველა ის პროექტი და სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ახორციელებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნულ ვებგვერდზე მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება იქ. აქ განთავსებული იქნება ფოტომასალა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ინფორმაცია კონტრაქტორთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ვებგვერდი გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)