|
2019-01-29 18:14:05, 1929 ნახვა
ეკონომიკა
ჰენრიკ ჰოლოლეი - ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია
„ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია", - ამის შესახებ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის ფარგლებში ჰერნიკ ჰოლოლეიმ შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან. დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე და სხვა ოფიციალური პირები. ჰენრიკ ჰოლოლეის თქმით, ბევრი სფეროა, სადაც საქართველო-ევროკავშირს შორის მომავალში თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო ტრანსპორტი ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საქართველოში, სადაც ევროკავშირს მეტის გაკეთება შეუძლია. „დიალოგის მიმდინარეობისას ჩვენ გავცვალეთ აზრები ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ მობილურობისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ჩვენ ასევე შევეხეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვიმსჯელეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გააძლიეროს საქართველომ თავისი პოზიცია, როგორც ლოგისტიკურმა და სატრანზიტო ქვეყანამ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ დამატებითი სარგებელი ამ მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა ავიაციის სფეროში. ავიაცია არის ის სფერო, სადაც 2010 წელს საავიაციო შეთანხმების დადების შემდეგ ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. საავიაციო მოძრაობის ნაკადი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ასობით ათასი ევროპელი ჩამოდის საქართველოში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დიალოგის მიმდინარეობისას განვიხილეთ ყველა შესაბამისი გამოწვევები. ასე რომ, ეს იყო მართლაც პროდუქტიული დისკუსია და მე მოუთმენლად ველი დისკუსიებს საზღვაო საკითხებზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება", - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
(NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)