|
2019-01-29 12:22:19, 825 ნახვა
საზოგადოება
კიკვიძის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკს (კიკვიძის პარკი) სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვაპირებთ ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას. გვინდა, მოვაწესრიგოთ არსებული მდგომარეობა. ბოლო დროს თუ ხართ ნამყოფები კიკვიძის პარკში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია ტარდება იმ პროექტების ფარგლებში, რომელიც ემსახურება მწვანე სივრცეების შექმნას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აქ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი - არსებულის მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა და მეორე - ახალი საქალაქო პარკების და სკვერების მშენებლობა, რასაც გამგეობები ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება 4 900 000 ლარი ჯდება. პარკი სრულად რეაბილიტირდება, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი, ველობილიკი. ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისთვის, რომ ადამიანი შევიდეს და კომფორტულ გარემოში დაისვენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში მოეწყობა სპორტული ზონა - ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)