11:14 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 13:01:11, 1006 ნახვა

საზოგადოება
იზორია - მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებსაც სურს ნატო-ში ინტეგრაცია

თავდაცვის მინისტრის, მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებსაც სურს ნატო-ში ინტეგრაცია.

 როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე ჟურნალისტებს განუცხადა,  თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელს  შემოიღო ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ წვევამდელებს აქვთ საშუალება საკუთარ ენაზე გაეცნონ ინფორმაციას მიმდინარე რეგფორმებზე.

„ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს ნატო-ში ინტეგრაცია, ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი უწყების მოკრძალებული წვლილიც არის. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს არის მზარდი და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში უფრო და უფრო მზარდი იქნება. მით უფრო ეთნიკურ უმცირესობების ფარგლებშიც. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ ჩვენ 2018 წელს შემოვიღეთ ახალი სისტემა, გამოვცემთ გაზეთს და ჩვენი თანამოძმენი აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქენი, წვევამდელების სახლით, ეცნობიან ინფორაციას, იმის შესახებ თუ რა რეფორმებს ვახორიციელებთ, რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზნები. ეს მაგალითებიც ცხადყოფს, იმას რომ ამ სტრატგიული მიზნის გარშემო მოსახლეობის ინტერაცია, მით უფრო ეთნიკური უმცირესობების არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სწორედ, ამ მიმართულებით, როგორც უწყების ფარგლებში, ისე რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციის დონეზე არის მნიშვნელობანი ნაბიჯები გადადგმული და მომავალი წლებიც იქნება სტრატეგიული კომუნიკაცია-უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და  ეს მაძლევს საფუძველს, რომ რაოდენობა მხარდამჭერთა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში იქნება მზარდი და მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ფარგლებშიც“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics