|
2019-01-25 16:33:47, 1827 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლს ესროლეს
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. „როდესაც მეუღლე გავიდა აივანზე, აივნის დასალაგებლად, შეამჩნია ჯერ ნატყვიარი აივნის კარზე და მერე შემთხვევით ნახა მასრა. რომ დავინახე ეს ტყვია, ვუთხარი ისევ დაედო თავის ადგილზე. როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო საახალწლო გართობა დავრეკე პოლიციაში. ძალიან მიჭირს რამესთან დაკავშირება, ფაქტია,რომ აქ არის ტყვია და კარს ეტყობა ნატყვიარი“, - ამბობს დავით ერაძე. როგორც „ექსპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ტელეკომპანია მომხდარს დავით ერაძის ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტს უკავშირებს, რომელიც მოჭიდავეების საქმეს ეხებოდა. ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს დავით ერაძემ მოიპოვა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)