|
2019-01-25 15:31:45, 2529 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ ილიაუნისთან ერთად ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირებისათვის სტუდენტურ კონკურსს #იზრუნე აცხადებს
„ვისოლი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით სტუდენტურ კონკურსს აცხადებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს რეალობად აქციონ იდეა, რომელიც საქართველოში ორი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული. #იზრუნე „ვისოლ ჯგუფისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. სტუდენტური კონკურსის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით ინსპირირებულ იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შევლენ წევრები არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან, ასევე, წარმომადგენლები მსხვილი მედიაჰოლდინგებიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ვისოლ ჯგუფიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO ჩაატარებენ შეხვედრების სერიასა და ვორკშოპებს ფინალისტებისთვის და მოამზადებენ მათ ფინალისთვის. გამარჯვებულები იდეის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ კომპანია ვისოლისგან. დამატებით ანაზრაურებად სტაჟირებას გაივლიან „ვისოლ ჯგუფში“ და საკუთარ იდეას პროფესიონალ გუნდთან ერთად განახორციელებენ. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის მონაწილე ილიაუნელებისთვის აწესებს ნომინაციას „ილიაუნის რჩეული“ - აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3000-ლარიან დაფინანსებას. #იზრუნე 2018 წლის ზაფხულში სტუდენტური ბანაკების სერიით დაიწყო და - კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც გაიღრმავეს ცოდნა, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. პტოექტის პარტნიორები არიან „ვენდი“ და „დანკინიც“.
(R)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)