|
2019-01-25 09:33:05, 940 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი განიხილეს და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე იმსჯელეს, რომელზე დაყრდნობითაც თბილისის მერია მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის უფლებას არ მისცემს. თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სასტუმროს მშენებლობის თემაზე დედაქალაქის მერიის პოზიცია პირადად გააცნო და აღნიშნა, რომ ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს. კახა კალაძის განცხადებით, საკითხის კონსენსუსის გზით გადაჭრის მიზნით, მორიგ შეხვედრას სასტუმროს მეპატრონესთან ხვალ გამართავს. უახლოეს მომავალში კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც მერის მოადგილე მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, საკითხის გადასაჭრელად დედაქალაქის მერია ისეთი იურიდიული ბერკეტების გამოყენებას გეგმავს, რომელიც, პირველ რიგში, საჯარო ინტერესს დაიცავს, თუმცა არც კერძო მესაკუთრის ინტერესს დააზარალებს. „არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რომლებიც ვაკის პარკის დაცვის პროგრამაში პირველივე დღიდან იყვნენ ჩართული. ჩვენ გვაქვს სამათლებრივი ბერკეტები, რომლის გამოყენებას ვგეგმავთ ისე, რომ არც კერძო მესაკუთრის ინტერესი დაზიანდეს და არც ქალაქის. შეხვედრაზე ის სამართლებრივი ხედვები გავცვალეთ, რაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის, იურისტებს ამ მიმართულებით აქვთ. მათ ის მოსაზრებები გაგვაცნეს, რომელიც პრაქტიკულად, სამართლებრივ ბერკეტებთან დაკავშირებით, ჩვენს ხედვებს დაემთხვა. ნებისმიერ შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და კერძო მესაკუთრის ინტერესი უნდა იქნეს დაცული, თუმცა ამან საჯარო ინტერესი არ უნდა ხელყოს. საჯარო ინტერესი კი ამ შემთხვევაში, ბევრად ღირებული და უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფია, ვიდრე კერძო ინტერესია“, - განაცხადა მაია ბითაძემ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მერიის პოზიცია დადებითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ საკითხი ქალაქის საკეთილდღეოდ გადაწყდება. NS
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)