09:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 17:38:43, 1311 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 15 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა

ნაძალადევის რაიონში 15 ფიტნეს ზონის მოწყობა დასრულდა. თითოეულ მისამართზე კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.

ერთ-ერთი ახალი ფიტნეს ზონა, რომელიც ზესტაფონის ქ. N19ა-ში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა.

„სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 ლოკაციაზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნეს ზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

17 ახალი ფიტნეს ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 293 800 ლარი გამოყო.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics