09:18 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 14:47:05, 1129 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაზე - გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ მივიღებთ

 „ასეთი ფაქტები მიუღებელია - გადაწყვეტილებას  გამოძიების დასრულების შემდეგ მივიღებთ“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მინისტრი სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, სპორტსმენები ვარჯიშზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.

„ასეთი ფაქტები მიუღებელია, ჩვენი პოზიცია არის ასეთი. იცით რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება იმის მიხედვით უკვე ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ პოზიცია გვაქვს ერთი, სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ  რიგში, ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, რომ მშვიდ გარემოში ვარჯიშობდეს, ორიენტირებული იყოს ვარჯიშზე და არ გვიხდებოდეს საუბარი კონფლიქტურ სიტუაციებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე,ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics