2019-01-18 17:31:12, 3360 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6629 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.6633 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.0368 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 3.0359 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,