03:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 15:24:20, 1396 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ, მიშას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს [ვიდეო]

„ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამოძიების ფარგლებში კახა კალაძე დაკითხოს. 

კალაძემ ხაბეიშვილს არასერიოზული ადამიანი უწოდა და აღნიშნა, რომ მან არ იცის თუ როგორ უპასუხოს ასეთი ადამიანის განცხადებას. 

„არ ვიცი, ხაბეიშვილს, ამ არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო. თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, ერთიან შინაარსს შეიცავს. ამ ადამიანებს არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით...თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, ​გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ ამ ადამიანებს, ვინც აქ ჩამოვთვალე, იქ აბრძანდნენ და... ნუ მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს ჟურნალისტმა მიმართა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის განცხადების გამო მას ისევ გააკრიტიკებდნენ, თუმცა თბილისის მერმა მიუგო, რომ "როგორი გამონათქვამებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ისეთივე პასუხი გასცა". 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics