03:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 13:57:00, 4693 ნახვა

საზოგადოება
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წითელასგან გარანტირებული დაცვა მხოლოდ ვაქცინაციაა. ამიტომ, მინისტრის თქმით, წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, ხოლო შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

"ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება. გარანტირებული დაცვა, ასე ვთქვათ, ამ დაავადების გავრცელებისგან, არის ვაქცინაცია, რომელიც მიწვდომადი არის ყველასთვის. ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმიური ვაქცინაცია, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, დიდწილად ეს არ ხერხდებოდა. 2008 წლის მდგომარეობისთვის, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი. იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, თუმცა მეორე ნახევრის ვერა და ამაში ნეგატიური წვლილი გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics