|
2019-01-18 11:58:47, 1212 ნახვა
საზოგადოება
არჩევნები, მკაცრი ნარკოპოლიტიკა, მუშათა უფლებები, ლგბტ პირების დისკრიმინაცია - Human Rights Watch-ის ანგარიში
ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საუბარი შეეხო ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევდა. "ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება თავისუფალ გარემოში შეეძლოთ, ხოლო მოსახლეობას არჩევანის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა. თუმცა მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც იყო", - წერს ორგანიზაცია. ანგარიშში საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკაც მოხვდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სასამართლო პროცესების რაოდენობა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით შემცირდა, თუმცა პოლიცია მკაცრ პოლიტიკას იყენებდა მომხმარებლების წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ლეგალურს ხდის, შემუშავდა კანონი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს მაინც აწესებს. ამასთან, მარიხუანის შეძენა და შენახვა კვლავ არალეგალურია", - ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება მუშათა უფლებებს, ანგარიშში მოყვანილია პროფკავშირების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ივლისში 29 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 24 დაშავდა. შახტაში უბედური შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს პარლამენტმა მარტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. რიგი დასაქმების სფეროების შემოწმების უფლება შრომის ინსპექციას ექნება. თუმცა კანონი ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, Human Rights Watch საქართველოში ლგბტ პირების შესახებაც წერს. „სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ლგბტ თემის წევრები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ძალადობას. საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები საზოგადოებაში ამგვარ განწყობებს აძლიერებს. ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტანსგენდერი ქალების სქესის აღიარებასთან დაკავშირებით საკუთარი კონსერვატიული პოზიცია გამოხატა, რაც შესაძლოა იყო ტრანსფობიური. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ წულუკიანის გადადგომას მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემაში რეფორმების წარუმატებლობის გამო. წულუკიანმა ამ ჯგუფების უკმაყოფილებას უპასუხა, რომ ის უარს ამბობს „დაარეგისტრიროს ადამიანი მამაკაცის ორგანოებით ქალად და პირიქით“. საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობა ტრანსგენდერი ადამიანების სქესს სამართლებრივად იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ ისინი სქესის შეცვლის ოპერაციას ჩაიტარებენ“,- წერია ანგარიშში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)